სიახლეები

კომპანია "ZEELANDIA" -ს თურქეთის წარმომადგენლობამ სემინარი ჩაატარა
ოქტ 27, 2022
კომპანია "ZEELANDIA" -ს თურქეთის წარმომადგენლობამ სემინარი ჩაატარა

2022 წლის 27 ოქტომბერი


საკონდიტრო ინგრედიენტების იმპორტიორი კომპანია „ინოტერა“ 7 წელზე მეტია, რაც ჰოლანდიური კომპანია „ზეელანდიას“ პარტნიორია, რომელიც 1900 წელს დაარსდა დოელმანების ოჯახის მიერ ზიერიკზეში და დღეისთვის გლობალურ მოთამაშეს წარმოადგენს საცხობი ინგრედიენტების წარმოების ინდუსტრიაში. „ზეელანდია“ ადგილობრივ გემოვნებასა და მოთხოვნებზე მორგებულ ნატურალურ საკონდიტრო პროდუქტებს ქმნის 30-ზე მეტ ქვეყანაში. მისი პროდუქცია კი 100-ზე მეტ ქვეყანაში შედის, მათ შორის საქართველოში.



„ზეელანდიას“ პროდუქციის უპირატესობა მდგომარეობს მარტივ და ჭკვიანურ გადაწყვეტილებებში, რაც ხელმისაწვდომ ფასად უცვლელი და მდგრადი გემოს მიღებას გულისხმობს. ამასთან, მისი პროდუქცია განსაკუთრებით საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ მათი გამოყენება შეუძლიათ როგორც მცირე ზომის საკონდიტროებს, ისე ნებისმიერი დესერტის მოყვარულს, სახლის პირობებში.



ახლა კი „ინოტერამ“ „ზეელანდია თურქეთის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა საქართველოში.  ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა საკონდიტრო ნაწარმის ცხობისა და გაფორმების მასტერკლასი სხვადასხვა მწარმოებელთან. „ზეელანდიას“ შეფ კონდიტერმა ადგილობრივ კოლეგებს გაუზიარა ჰოლანდიური ბრენდის ნაწარმის გამოყენების ტექნოლოგია ტორტებში, ნამცხვრებში, რულეტებსა და მაფინებში — კერძოდ, მასტერკლასზე გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ტიპის, არომატის (ფისტა, თხილი, წითელი კენკრა, კარამელი, წითელი ხავერდი), მულტიდანიშნულების,  მარტივად მოსამზადებელი, ბისკვიტების მიქსები, საუკეთესო ვიზუალის მქონე და, ამავდროულად, ბიუჯეტური Whippo-ს, Quattro-ს კრემების ფხვნილები, თერმომდგრადი, ნატურალური და ჯანსაღი ხილის ჯემები და მთლიანი ხილის შიგთავსები, ასევე ნატურალური, მაღალი ხარისხის შოკოლადის ღილები.

„ინოტერას“ კონდიტრები მზად არიან, კონსულტაცია გაუწიონ მომხმარებლებს და „ზეელანდიას“ პროდუქტების გამოყენებით, ცხობის პროცესი გაუმარტივონ.