ჩვენს შესახებ
ქართულ-გერმანული კომპანია "ინოტერა" დაარსდა 2008 წლიდან კვების პროდუქტებისა და ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ნედლეულს, მიქსებს, ნაერთებს. ტექნოლოგიებს და ინგრედიენტების ფართო სპექტრს. ჩვენი ნედლეული გამოიყენება პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო პროდუქტების, ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში.
„ინოტერა“ 7 წელზე მეტია, რაც ნიდერლანდური კომპანია „ზეელანდიას“ ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. "ზეელანდია" 1900 წელს დაარსდა დოელმანების ოჯახის მიერ ზიერიკზეში და დღეისთვის გლობალურ მოთამაშეს წარმოადგენს საკონდიტრო ინგრედიენტების წარმოების ინდუსტრიაში. „ზეელანდია“ ადგილობრივ გემოვნებასა და მოთხოვნებზე მორგებულ ნატურალურ საკონდიტრო პროდუქტებს ქმნის 30-ზე მეტ ქვეყანაში. მისი პროდუქცია კი 100-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის საქართველოში.
„ზეელანდიას“ პროდუქციის უპირატესობა მდგომარეობს მარტივ და ჭკვიანურ გადაწყვეტილებებში, რაც ხელმისაწვდომ ფასად უცვლელი და მდგრადი გემოს მიღებას გულისხმობს. ამასთან, მისი პროდუქცია განსაკუთრებით საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ მათი გამოყენება შეუძლიათ როგორც მცირე ზომის საკონდიტროებს, ისე ნებისმიერი დესერტის მოყვარულს, სახლის პირობებში.
"ინოტერა" ასევე წარმოადგენს გერმანულ ბრენდ "ერსბლოს" საქართველოში. ERBSLÖH Geisenheim GmbH 1964 წლიდან ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ ინოვაციურ მიდგომებს, მაღალტექნოლოგიურ ინგრედიენტებსა და გადაწყვეტილებებს უზიარებს ღვინის, ლუდისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებლებს. "ინოტერა"-ს მეშვეობით ქართველ მწარმოებლებს ეძლევათ საშუალება გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის ნედლეული ალკოჰოლური სასმელებისთვის.
"ინოტერა" გთავაზობთ:
უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციით;
მომხმარებელზე მორგებულ პირობებსა და ექსკლუზიურ მომსახურებას;
საქონლის უწყვეტ მიწოდების უმოკლეს ვადებში;
მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო ტექნოლოგიურ მხარდაჭერას
ინგრედიენტების შერჩევასა და ექსკლუზიური რეცეპტურის შედგენას.
საქართველოს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირისა და შევეიცარიის რეიტინგების ასოციაციის მიერ ჩატარებული საწარმოების საყოველთაო სახელმწიფო რეიტინგების 2017-2018 წლების გამოკითხვის მიხედვით კომპანია "ინოტერას“ მიენიჭა ოქროს რეიტინგი. ასევე "ინოტერა" გახლავთ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების DWV-ს ( www.georgien.ahk.de ) წევრი.