სიახლეები
Zeelandia-ს წარმომადგენლებმა მასტერკლასი ჩაატარეს
2017 წლის 22 და 24 მარტი
კომპანია "ევროლექს"-მა, თბილისსა და ბათუმში ჩაატარა სემინარები პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო მიმართულებით: „დამხმარე მასალების გამოყენება ცხობასა და დიზაინში“. სემინარზე წარმოდგინილ იქნა ჩვენი პარტნიორი კომპანიის "Zeelandia"-ს პროდუქცია.
პროფესიონალი ტექნოლოგების მიერ ნაჩვენები იყო 12-მდე პურის სახეობა და ამდენივე საკონდიტრო ნაწარმი. ასევე წარმოდგენილი
იყო კომპანია "ზეელანდია"-ს 100-მდე პროდუქტი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები. განსაკუთრებით აღინიშნა ის, რომ პროდუქტები დამზადებულია ევროსტანდარტების დაცვით, რაც ითვალისწინებს
არაგენმოდიფიცირებულ ნედლეულს.
სემინარის ფარგლებში ჩატარებულმა გამოკითხვებმა გვიჩვენა, რომ ჩვენი პროდუქცია მოსწონთ ჩვენს კლიენტებს და შესაბამისად მოთხოვნაც დიდია. კომპანია „ევროლექსი“ გთავაზობთ არა მხოლოდ ხარისხიან პროდუქტს, არამედ პროფესიონალურ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.
ნოე 09, 2018