ეკლერის მიქსი
ფაფუკი და ჰაეროვანი ეკლერი ყველასთვის საყვარელი დესერტია. "ზეელანდია"-ს ეკლერის ნარევით თქვენ შეძლებთ სტანდარტად აქციოთ ხარისხი და გემო.
ცომი:
ეკლერმიქსი - 0,100 კგ
მზესუმზირის ზეთი - 0,090 კგ
წყალი - 0,100 კგ
კვერცხი - 0,100 კგ
შიგთავსი
ჩოკოლინა თეთრი შოკოლადი - 0,800 კგ
კარაქი - 0,400 კგ
მინანქარი:
ფონდანტი - 0,325 კგ
წყალი - 0,035 კგ
მომზადების წესი :
ცომი: ეკლერის მიქსი, ზეთი, კვერცხი და წყალი (ოთახის ტემპერატურაზე) მიქსერის დაბალ სიჩქარეზე 2 წუთის განმავლობაში ათქვიფეთ, შემდეგ ათქვიფეთ მესამე სიჩქარეზე 7 წუთის განმავლობაში. დასვით ფორმები ფურცლებზე და გამოაცხვეთ.
გამოცხობის პარამეტრები:
ქვის ღუმელი: ტემპერატურა 190-200°C.
როტაციული ღუმელი: ტემპერატურა 180-190°C ორთქლის მიწოდებით.
გამოცხობის დრო: 25 წუთი. (დამოკიდებულია ცომის მასაზე).
შიგთავსი: ათქვიფეთ კარაქი და დაუმატეთ ჩოკოლინა თეთრი შოკოლადი. აურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. მზა კრემით შეავსეთ ეკლერები.
მინანქარი: გაათბეთ ფონდანტი წყლით წყლის აბაზანაში და დაამშვენეთ ეკლერები.
უკან დაბრუნება