შოკოლადის გუმბათი ვანკრემით
შოკოლადის გუმბათი ვანკრემით

მდიდარი შოკოლადის გემოს კომბინაცია ლიმნისა და მსუბუქი ვანილის არომატით.


ინგრედიენტები:

0,100 კგ შოკოლადის კეკსი

0,020 კგ მზესუმზირის ზეთი

0,040 კგ კვერცხი

0,040 კგ წყალი


კრემი 1

0,070 კგ ვანკრემი

0,175 კგ წყალი

0,200 კგ 25% ნაღები მცენარეული ცხიმით

0,400 კგ ტრინიდადის შავი შოკოლადი


კრემი 2

0,030 კგ ვანკრემი

0,075 კგ წყალი

0.020 კგ ლიმნის კრემლაითი

0,050 კგ 25% ნაღები მცენარეული ცხიმით


განაში

0,100 კგ ნაღები  25% მცენარეული ცხიმით

0,100 კგ ტრინიდადის შავი შოკოლადი


მომზადების მეთოდი:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და თქვიფეთ 5 წუთის განმავლობაში საშუალო სიჩქარით. ცომის თხელი ფენა წაუსვით საცხობ ფირფიტაზე.


გამოცხობის პარამეტრები:

გამოაცხვეთ 190°C ტემპერატურაზე 7-10 წუთის განმავლობაში.


კრემი 1:

ურიეთ ვანკრემის ნარევი ცივ წყალთან ჟელეს მსგავს კონსისტენციამდე 5 წუთის განმავლობაში საშუალო სიჩქარით. შემდეგ დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს დაუმატეთ გამდნარი ტრინიდადი შავი შოკოლადი და აურიეთ.


კრემი 2:

ურიეთ ვანკრემის ნარევი ცივ წყალთან ჟელეს მსგავსი კონსისტენციამდე 5 წუთის განმავლობაში საშუალო სიჩქარით. შემდეგ დაუმატეთ ლიმნის კრემლაითი, ათქვეფილი ნაღები და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.


განაში:

კრემი მიიყვანეთ ადუღებამდე და შეურიეთ ტრინიდადის შავ შოკოლადს.


გაფორმება:

შოკოლადის კრემი 1 -ის 2/3 ჩავდოთ სილიკონის ნახევარსფეროს ფორმაში. შემდეგ შუაში წავუსვათ კრემი 2. ზემოდან დავაფაროთ მომზადებული ნამცხვრის ცომი და გაყინეთ. გაციების შემდეგ პროდუქტი ამოიღეთ ფორმიდან და დააფარეთ განაში.






უკან დაბრუნება

თქვენთვის საინტერესო: